ლიბიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა

13:33, 25.03.2020

საომარი მოქმედებებით მოცულ ლიბიაში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ქვეყნის დაავადებათა კონტროლის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა მას შემდეგ, რაც გასულ კვირას ტრიპოლიში განთავსებულმა საერთაშორისოდ აღიარებულმა მთავრობამ და ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ამბოხებული გენერლის, ხალიფა ჰაფთარის ძალებმა მკაცრი სამგზავრო შეზღუდვები დააწესეს.

მსგავსი