ლიბერტადორესის თასის ფინალზე არგენტიაში მხოლოდ 10 000 ბილეთი გაიყიდება
ლიბერტადორესის თასის ფინალზე, რომელიც 9 დეკემბერს მადრიდის სტადიონ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაიმართება, არგენტინაში მხოლოდ 10 000 ბილეთი გაიყიდება და თანაბრად გადანაწილდება „ბოკა ხუნიორსისა“ და „რივერ პლეიტის“ გულშემატკივრებზე. დანარჩენი ბილეთები გაიყიდება ესპანეთში, იტყობინება გაზეთი „მარკა“ (Marca).
საპასუხო მატჩი ბუენოს-აირესში, „რიველ პლეიტის“ საშინაო სტადიონ „მონუმენტალზე“, 23 ნოემბერს უნდა გამართულიყო, მაგრამ მასპინძელთა გულშემატკივრების მხრიდან მეტოქის ფეხბურთელების ავტობუსზე განხორციელებული დავდასხმების გამო, სტუმართა რამდენიმე მოთამაშემ სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო და მატჩის გადადება გახდა საჭირო.
შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი, რომელიც „ბოკას“ საშინაო არენაზე, „ბომბონერაზე“ გაიმართა, ფრედ – 2-2 დასრულდა.
აღსანიშნავია ასევე, რომ ლიბერტადორესის თასზე სტუმრად გატანილი გოლის ფაქტორი არ არსებობს და მეორე მატჩში დამატებითი დრო ნებისმიერი ფრის შემთხვევაში დაინიშნება.