ლიბერტადორესის თასის ფინალი ისევ გადაიდო
ლიბერტადორესის თასის ფინალი ისევ გადაიდო

ლიბერტადორესის თასის განმეორებითი ფინალური მატჩი „რივერ პლეიტსა“ და „ბოკა ხუნიორსს“ შორის ისევ გადაიდო და აღარ გაიმართება 25 ნოემბერს. შეხვედრა გადაიტანეს იმ თხოვნიდან გამომდინარე, რომლითაც „ბოკამ“ სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის ფედერაციას მიმართა.

„გუნდის ავტობუსზე თავდასხმის შემდეგ, მატჩის ნორმალურად ჩატარების პირობა არ არსებობს. გვინდა, რომ ამ მხრივ, არანაირი კითხვის ნიშანი არ არსებობდეს. CONMEBOL-მა გადაწყვიტა, რომ გუნდები არ არიან თანაბარ სიტუაციაში იმ ინციდენტების შემდეგ, რომელიც წინა დღეს მოხდა. გადავდებთ მატჩს, მოგვიანებით, კი ავირჩევთ შესაფერის თარიღს და დროს მის ჩასატარებლად“, – განაცხადა CONMEBOL-ის პრეზიდენტმა ალეხანდრო დომინგესმა.

თამაშის ახალი თარიღის დასადგენად, 27 ნოემბერს შეხვედრა შედგება.