ლიბერიის პრეზიდენტმა კორონავირუსთან ბრძოლაზე იმღერა

ლიბერიის პრეზიდენტმა, ჟორჟე ვეამ კორონავირუსთან ბრძოლაზე იმღერა.

ყოფილი ფეხბურთელი ჟორჟ ვეას თქმით, მისი სიმღერა ლიბერიაში კორონავირუსი შესახებ ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს.

სიმღერის ტექსტში ლიბერიის ლიდერი მოქალაქეებს კორონავირუსის გავრცელების შესახებ აწვდის ინფორმაციას და ხელის ხშირად დაბანისკენ მოუწოდებს.

ლიბერიაში ამჟამად კორონავირუსის სამი შემთხვევაა აღრიცხული.

დატოვე კომენტარი