ლიბანური მედიის ცნობით, ისრაელის მიერ ლიბანის დასახლებული პუნქტის დაბომბვას თერთმეტი ადამიანი ემსხვერპლა
ისრაელის სამხედროების მიერ ლიბანის დასახლებული პუნქტის დაბომბვას თერთმეტი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ლიბანური მედია ავრცელებს ინფორმაციას.
გავრცელებული ცნობით, თავდასხმა ქვეყნის სამხრეთში მდებარე სოფელში მოხდა.
ლიბანური მედია წერს, რომ ცხრა ადამიანი დაიღუპა ერთ-ერთი დარტყმის შედეგად, რომელმაც კფარ რუმანში სამსართულიანი საცხოვრებელი შენობა გაანადგურა.
ასევე დაიღუპა ტერიტორიაზე მყოფი ორი მაშველი, რომელთა მანქანაც თავდასხმის სამიზნე გახდა.