ლიბანურ დაჯგუფება „ჰეზბოლაში“ აცხადებენ, რომ ირანმა მოსენ ფახრიზადეს მკვლელობას პასუხი უნდა გასცეს
ლიბანურ დაჯგუფება „ჰეზბოლაში“ აცხადებენ, რომ ირანმა მოსენ ფახრიზადეს მკვლელობას პასუხი უნდა გასცეს

ლიბანური სამხედრო დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ლიდერის მოადგილე აცხადებს, რომ ირანმა ირანელი მეცნიერის, მოსენ ფახრიზადეს მკვლელობას პასუხი უნდა გასცეს.

„ჩვენ ვგმობთ ამ საშინელ თავდასხმას და ვთვლით, რომ ამ დანაშაულზე პასუხის გაცემა ირანის ხელშია“, – განაცხადა ნა’იმ კასიმმა.

ჰეზბოლას ლიდერის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ ირანელი მეცნიერის მკვლელობაში დამნაშავე აშშ და ისრაელი არიან.

ისრაელს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

27 ნოემბერს, თეირანთან ახლოს ირანის ბირთვული პროგრამის მთავარი სპეციალისტი მოსენ ფახრიზადე მოკლეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მოსენ ფახრიზადე და მისი პირადი მცველი მაშინ დაშავდნენ, როცა მეცნიერის მანქანას თავს დაესხნენ. ფახრიზადე საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.