ლიბანში საპროტესტო აქციის დროს ორი ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა
ლიბანში საპროტესტო აქციის დროს ორი ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა

ლიბანში საპროტესტო აქციის დროს ორი ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება. დემონსტრაციის ფარგლებში სამართალდამცველებმა 70-მდე აქტივისტი დააკავეს.

„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ბეირუთში გამართული საპროტესტო აქციის დროს აქტივისტებმა სახელისუფლებო დასახლებაში შეღწევა სცადეს, სადაც მთავრობის სასახლე მდებარეობს. ისინი სამართალდამცველების მიმართულებით სხვადასხვა ნივთებს ისვროდნენ. რა დროსაც პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი გამოიყენა.

ბეირუთში მასშტაბური დემონსტრაციები უკვე რამდენიმე დღეა იმართება. მოსახლეობა ინტერნეტმესინჯერებზე დაწესებული გადასახადების წინააღმდეგ ილაშქრებს. კერძოდ, 16 ოქტომბერს ლიბანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ინტერნეტმესინჯერებზე სატელეფონო ზარები ფასიანი გახდებოდა. დღიური გადასახადის დაწესება „ვოთსაფის“ „ფეისბუქის“ და სხვა მესინჯერებით დარეკვისას იგეგმებოდა.

საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ მთავრობამ განკარგულება გააუქმა. თუმცა დემონსტრაციები არ შემწყდარა. აქტივისტები აცხადებენ, რომ ისინი ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ კრიზისს აპროტესტებენ და მთავრობას მისი გადაჭრისკენ მოუწოდებენ.