ლიბანში მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებისას ჟურნალისტები დაშავდნენ
ლიბანში მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებისას ჟურნალისტები დაშავდნენ

ლიბანში მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკების დროს ჟურნალისტები დაშავდნენ. ამის შესახებ „ევრონიუსი“ იუწყება.

ხელისუფლების წინააღმდეგ ბეირუთში მიმდინარე დემონსტრაციაზე დაშავებული ჟურნალისტების ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა როგორც სააგენტო „რეიტერი“, ასევე ადგილობრივი მაუწყებლები – „ალ ჯადეედი“ და „ემტივი“ იუწყებიან, არეულობის დროს მათი ოპერატორები დაშავდნენ. ასევე, სხეულის დაზიანებები მიიღეს ლიბანელმა ჟურნალისტებმა, რომლებიც აცხადებენ, რომ შეტაკების დროს სამართალდამცველების მხრიდან მიზანმიმართული თავდასხმის ობიექტი გახდნენ.

ლიბანში ანტისახელისუფლებო დემონსტრაციები 2019 წლის ოქტომბერში დაიწყო. მიზეზი გადასახადების შესაძლო ზრდა იყო. მოგვიანებით, მთავრობამ გადასახადების ზრდაზე უარი თქვა. ამის მიუხედავად, ბეირუთში მანიფესტაციები ბოლო დღეებში ახალი ძალით გაიმართა. მომიტინგეებმა დედაქალაქის ინფრასტრუქტურის დაზიანება დაიწყეს. ამის შემდეგ უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებმა რამდენიმე აქტივისტი დააკავეს.