ლიბანში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების მატების ფონზე კომენდანტის საათი გამოცხადდა
ლიბანში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების მატების ფონზე კომენდანტის საათი გამოცხადდა

ლიბანში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების მატების ფონზე კომენდანტის საათი დააწესეს.

კომენდანტის საათი საღამოს 18:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე იქნება.

ლიბანში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 628 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა სამი ადამიანი. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეს ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია.

ლიბანში „კოვიდ-19“-ის სულ 11 580 შემთხვევაა გამოვლენილი, ინფიცირებულთაგან 117 პაციენტი გარდაიცვალა.