ლიბანის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, საად ჰარირის ქვეყნის ახალი მთავრობის ფორმირება დაევალა
ლიბანის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, საად ჰარირის ქვეყნის ახალი მთავრობის ფორმირება დაევალა

ლიბანის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, საად ჰარირის ქვეყნის ახალი მთავრობის ფორმირება დაევალა. ლიბანის პოლიტიკურმა პარტიებმა მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი ახალ პრემიერ-მინისტრად დაასახელეს.

საად ჰარირიმ თანამდებობა გასულ წელს, მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე დატოვა. ღრმა ეკონომიკური კრიზისის გამო, დემონსტრანტებმა გასული წლის ოქტომბერში მთლიანი პოლიტიკური სისტემის ცვლილება მოითხოვეს.

ლიბანში კრიზისი „კოვიდ 19“-ის პანდემიამ და ბეირუთის აფეთქებამ გააღრმავა. კრიზისული მოვლენების მიზეზად მოსახლეობამ მთავრობის დაუდევრობა დაასახელა, რის გამოც ჰარირის მემკვიდრე, ჰასან დიაბი თანამდებობიდან გადადგა.