ლიბანის სახელმწიფო მედია – ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის 28 თებერვალს დაწყებული კონფლიქტიდან ქვეყანაში 1 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

23:54, 26.03.2026
Smoke billows after an Israeli strike on Beirut's southern suburbs, following an escalation between Hezbollah and Israel amid the U.S.-Israeli conflict with Iran, Lebanon, March 2, 2026. REUTERS/Mohamed Azakir     TPX IMAGES OF THE DAY

ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის 28 თებერვალს დაწყებული კონფლიქტიდან ქვეყანაში 1 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ლიბანის სახელმწიფო მედია ქვეყნის კატასტროფების რისკების მართვის დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, 28 თებერვლიდან დღემდე ისრაელსა და ლიბანში მოქმედ დაჯგუფება „ჰეზბოლას“ შორის დაპირისპირების შედეგად 3 299 ადამიანი დაშავდა.

ამასთან, 136 000-ზე მეტი ადამიანი ამჟამად თავშესაფარში იმყოფება.

ცნობისთვის, 28 თებერვალს ირანზე აშშ-სა და ისრაელის მიერ თავდასხმის დაწყებიდან მალევე ისრაელ-ლიბანის საზღვარზე სამხედრო კონფლიქტი განახლდა. ისრაელის ხელისუფლების განცხადებით, მათ ლიბანის სამხრეთში ბუფერული ზონის შექმნა სურთ.

მსგავსი