ლიბანის ქალაქებში ვალუტის გაუფასურებასა და ეკონომიკურ პრობლემებთან დაკავშირებით აქციები გაიმართა

09:56, 12.06.2020

ლიბანის ქალაქებში ვალუტის გაუფასურებასა და ეკონომიკურ პრობლემებთან დაკავშირებით აქციები გაიმართა.

დემონსტრანტებმა გადაკეტეს გზები და საბურავებსა და ნაგვის ურნებს ცეცხლი წაუკიდეს. გასული წლის ოქტომბრის შემდეგ, ლიბანის ვალუტამ ღირებულების 70 პროცენტი დაკარგა.

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ არსებული ფინანსური კრიზისი 1975-1990 წლების სამოქალაქო ომის შემდეგ ქვეყნის სტაბილურობითვის უდიდესი საფრთხეა.

„როიტერის“ ინფორმაციით, ბეირუთსა და ტრიპოლიში საპროტესტო აქციები სამართალდამცველებთან შეტაკებაში გადაიზარდა.

პოლიციის სპეცრაზმმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, საპროტესტო აქციის მონაწილეები კი, სამართალდამცველებს ქვებს ესროდნენ.

მსგავსი