ლიბანის ქალაქ ტრიპოლიში საცხოვრებელი კორპუსების ჩამონგრევის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

14:42, 09.02.2026

ლიბანის ქალაქ ტრიპოლიში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა.

„ბიბისის“ ცნობით, მაშველებმა ნანგრევებიდან რვა ადამიანის ამოყვანა შეძლეს.

ჩამონგრევის მიზეზი შენობის ავარიულობაა. გამოცემა წერს, რომ ქვეყანაში უკანონოდ და რეგულაციების დარღვევით აშენებული კორპუსები მრავლადაა, რომლებიც ძირითადად 1975-1990 წლების სამოქალაქო ომის პერიოდშია აგებული.

მსგავსი