ლიბანის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ არ აქვთ ინფორმაცია ისრაელთან რაიმე სახის სამომავლო კონტაქტის შესახებ

10:36, 16.04.2026

ლიბანის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ლიბანს არ აქვს ინფორმაცია ისრაელთან რაიმე სახის სამომავლო კონტაქტის შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით ლიბანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა „ბიბისის“ განუცხადა.

ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელსა და ლიბანს შორის მოლაპარაკებები დღეს გაიმართება.

როგორც ტრამპმა განმარტა, ის ისრაელსა და ლიბანს შორის დაძაბულობის განმუხტვას ცდილობს.

მსგავსი