ლიბანის პრეზიდენტი ქვეყანაში ორკვირიან საგანგებო მდგომარეობას აწესებს
ლიბანის პრეზიდენტი მიშელ აუნი ქვეყანაში ორი კვირის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობას აწესებს. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.
ლიბანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ „ტვიტერში“ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაუშვებელია ექვსი წლის განმავლობაში 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატის საწყობში შენახვა, სადაც ის არ იყო სათანადოდ დაცული.
„სიენენის“ ცნობით, აფეთქება საწყობში 3,3 მაგნიტუდის მიწისძვრის ტოლფასი იყო.
ბოლო მონაცემების მიხედვით, ბეირუთში აფეთქებას 73 პირი ემხვერპლა, დაშავდა 3 000-ზე მეტი ადამიანი.
ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტთან აფეთქება 4 აგვისტოს მოხდა.