ლიბანის პრეზიდენტი - ლიბანისა და ისრაელის მოლაპარაკებები გამოყოფილია ირანში მიმდინარე ომის მოლაპარაკებებისგან
ლიბანისა და ისრაელის მოლაპარაკებები გამოყოფილია ირანში მიმდინარე ომის მოლაპარაკებებისგან, – ამის შესახებ ლიბანის პრეზიდენტმა, ჯოზეფ აუნმა განაცხადა.
„მომავალი მოლაპარაკებები სხვა მოლაპარაკებებისგან გამოყოფილია, რადგან ლიბანის წინაშე ორი ვარიანტი დგას, ან ომის გაგრძელება მისი ყველა ჰუმანიტარული, სოციალური, ეკონომიკური და სუვერენიტეტის შედეგებით, ან მოლაპარაკებები ომის დასასრულებლად, მდგრადი სტაბილურობის მისაღწევად. მოლაპარაკების მიზანია მტრული ქმედებების შეჩერება, ისრაელის მიერ სამხრეთ ტერიტორიების ოკუპაციის დასრულება და არმიის განლაგება საერთაშორისოდ აღიარებულ სამხრეთ საზღვრებამდე“, – აღნიშნა აუნმა.
მისი თქმით, მხარეებს შორის კომუნიკაცია გაგრძელდება ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნებისა და მოლაპარაკებების დასაწყებად.