ლიბანის პრეზიდენტი – ისრაელთან გაფორმებული შეთანხმება ლიბანელებს საშუალებას მისცემს, დაუბრუნდნენ სრულად განთავისუფლებულ მიწებს და აღდგენილ სახლებს ლიბანის სახელმწიფოს სუვერენიტეტის ქვეშ

01:08, 27.06.2026

ლიბანის პრეზიდენტმა, ჟოზეფ აუნმა განაცხადა, რომ ისრაელთან გაფორმებული შეთანხმება ქვეყნის სუვერენიტეტის სრული აღდგენისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია.

ჟოზეფ აუნის თქმით, შეთანხმება ლიბანელებს საშუალებას მისცემს, „დაუბრუნდნენ სრულად განთავისუფლებულ მიწებს და აღდგენილ სახლებს – ლიბანის სახელმწიფოს სუვერენიტეტის ქვეშ“.

„ვფიცავთ, განვაგრძობთ მუშაობა მანამ, ვიდრე ეს სრულად არ მოხდება. აღარ იქნება ოკუპაცია, პატიმრები, დაქვემდებარება ან მეურვეობა“, – აღნიშნა ლიბანის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ისრაელსა და ლიბანს შორის ჩარჩო შეთანხმების შესახებ განაცხადა.

მსგავსი