ლიბანის პრეზიდენტი - ჩვენი მიზანია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განმტკიცება, ოკუპირებული სამხრეთ ტერიტორიებიდან ისრაელის ძალების გაყვანა, პატიმრების გათავისუფლება და სასაზღვრო დავების მოგვარება
ლიბანის პრეზიდენტი - ჩვენი მიზანია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განმტკიცება, ოკუპირებული სამხრეთ ტერიტორიებიდან ისრაელის ძალების გაყვანა, პატიმრების გათავისუფლება და სასაზღვრო დავების მოგვარება

ლიბანის პრეზიდენტი ჯოზეფ აუნი აცხადებს, რომ ისრაელთან პირდაპირი მოლაპარაკებები ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

აუნის თქმით, ლიბანის მიზანია „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განმტკიცება, ისრაელის ძალების ოკუპირებული სამხრეთ ტერიტორიებიდან გაყვანა, პატიმრების გათავისუფლება და სასაზღვრო დავების მოგვარება“.

„ლიბანელი ხალხი, რომელმაც ბოლო წლებში ბევრი რამ გადაიტანა, დღეს ახალი რეალობის წინაშე დგას, რომელსაც არაბული და საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს და ეს შესაძლებლობა არ უნდა გავუშვათ ხელიდან, რადგან შეიძლება, აღარ განმეორდეს“ – აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის ათდღიანი შეწყვეტის შეთანხმება 17 აპრილს, ადგილობრივი დროით 00:00 საათზე ამოქმედდა.