ლიბანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ისრაელის მიერ ქვეყნის სამხრეთზე განხორციელებული დარტყმები მკაფიო გზავნილია ორმხრივ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით

16:21, 15.08.2026

ლიბანის პრეზიდენტის, ჯოზეფ აუნის განცხადებით, ისრაელის მიერ ქვეყნის სამხრეთზე განხორციელებული დარტყმები მკაფიო გზავნილია ორმხრივ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით.

აუნი გმობს ქვეყნის სამხრეთ ნაწილზე „ისრაელის მიმდინარე თავდასხმებს“, ასევე „ჩარჩოშეთანხმებისა თუ მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის შესახებ საერთაშორისო ნორმების განმეორებით დარღვევას“.

ლიბანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ერთ-ერთი დარტყმის შედეგად სამხრეთ ლიბანის სოფელ ანსარში მთელი ოჯახი დაიღუპა.

ლიბანის პრეზიდენტის განცხადებით, „ეს დარღვევები მოლაპარაკებების პროცესისადმი მკაფიო სიგნალს წარმოადგენს“.

ისრაელის სამხედრო ძალებში ადასტურებენ, რომ სამხრეთ ლიბანში ღამით საჰაერო დარტყმები განხორციელდა. მათივე ცნობით, „ჰეზბოლას“ ინფრასტრუქტურის დაბომბვა ისრაელელ ჯარისკაცებზე თავდასხმის საპასუხოდ მოხდა. ბოლო ცნობებით, ისრაელის დარტყმებს ცხრა ადამიანი ემსხვერპლა.

მსგავსი