ლიბანის პრემიერი ქვეყანაში შექმნილი კრიზისიდან გამოსავლად ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ასახელებს
ლიბანის პრემიერ-მინისტრი ჰასან დიაბი აცხადებს, რომ ბეირუთის პორტში აფეთქების შედეგად ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაა. თუმცა, ის აღნიშნავს, რომ ქვეყნის მძიმე ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემების გამო, ბრალი მას არ უნდა დასდონ. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
მოქალაქეები ხელისუფლებას აკისრებენ პასუხისმგებლობას ბეირუთის პორტში 4 აგვისტოს მომხდარ აფეთქებაზე, რასაც 158 ადამიანი ემსხვერპლა.
ბეირუთში უკვე რამდენიმე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. დღევანდელ აქციაზე სამართალდამცველებთან დაპირისპირებისა და აქციაზე მომხდარი სროლის შედეგად სულ მცირე 175 ადამიანი დაშავდა. 63 მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.