ლიბანის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანაში ირანული საწვავის შეტანა სახელმწიფოს სუვერენიტეტის დარღვევაა
ლიბანის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანაში ირანული საწვავის შეტანა სახელმწიფოს სუვერენიტეტის დარღვევაა

ლიბანის პრემიერ-მინისტრის, ნაჯიბ მიქატის განცხადებით, ორგანიზაცია „ჰეზბოლას“ მიერ ქვეყანაში ირანული საწვავის შემოტანა სახელმწიფოს სუვერენიტეტის დარღვევაა.

„ლიბანის სუვერენიტეტის დარღვევა მაწუხებს, მაგრამ არ ვღელავ იმაზე, რომ შესაძლოა, ქვეყანას სანქციები დაუწესდეს, რადგან ეს მოქმედებები ლიბანის მთავრობის მონაწილეობის გარეშე ხორციელდება“, – განაცხადა მიქატიმ.

ლიბანის პრო-ირანულმა ორგანიზაცია „ჰეზბოლამ“ ქვეყანაში ირანული საწვავის შემოტანა მას შემდეგ დაიწყო, რაც ამ სახელმწიფოში მწვავე ენერგეტიკული კრიზისი წარმოიშვა.