ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის მიერ სამხრეთ ლიბანის ორ ქალაქში დარტყმების შედეგად, სულ მცირე, რვა ადამიანი დაიღუპა
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის მიერ სამხრეთ ლიბანის ორ ქალაქში დარტყმების შედეგად, სულ მცირე, რვა ადამიანი დაიღუპა

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის მიერ სამხრეთ ლიბანის ორ ქალაქში განხორციელებული დარტყმების შედეგად, სულ მცირე, რვა ადამიანი დაიღუპა.

სამინისტროს ცნობით, ჯიბჩიტზე განხორციელებული იერიშის დროს ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ცხრა დაიჭრა. მათივე ინფორმაციით, კიდევ ერთი დარტყმის შედეგად ტოულში ოთხი ადამიანი დაიღუპა, 13 პირი კი დაიჭრა.

CNN-ი წერს, რომ საჰაერო იერიშები მას შემდეგ განხორციელდა, რაც ისრაელის თავდაცვის ძალების არაბულენოვანმა წარმომადგენელმა, ავიჩაი ადრაიმ განაცხადა, რომ რამდენიმე ქალაქზე, მათ შორის ჯიბჩიტისა და ტოულზე თავდასხმა იგეგმებოდა. მან მცხოვრებლებს დაუყოვნებლივ თავშესაფარში გადასვლისკენ მოუწოდა.