ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის იერიშის შედეგად ბეირუთში სამი ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე, შვიდი კი დაშავდა
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის იერიშის შედეგად ბეირუთში სამი ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე, შვიდი კი დაშავდა

ისრაელის იერიშის შედეგად ბეირუთში სამი ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე, შვიდი კი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ლიბანის პრეზიდენტმა, ჯოზეფ აუნმა დაგმო ისრაელის თავდასხმა ბეირუთის სამხრეთ გარეუბანში მდებარე შენობაზე და საერთაშორისო მოკავშირეებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ ქვეყნის სუვერენიტეტს.

ამასთან, ლიბანის პრემიერ-მინისტრმა, ნავაფ სალამმა განაცხადა, რომ სამხრეთ ბეირუთზე ისრაელის თავდასხმა იყო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების „აშკარა დარღვევა“.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ მათი სამიზნე „ჰეზბოლას“ ერთ-ერთი ლიდერი იყო, რომელიც ხელმძღვანელობდა „ჰამასის“ ტერორისტებს და საფრთხეს უქმნიდა ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობას.