ბეირუთის გუბერნატორი - ლიბანის დედაქალაქში აფეთქებამ ქალაქის ნახევარი გაანადგურა ან დააზიანა
ბეირუთის გუბერნატორი - ლიბანის დედაქალაქში აფეთქებამ ქალაქის ნახევარი გაანადგურა ან დააზიანა

ბეირუთის გუბერნატორის, მარვან აბოუდის განცხადებით, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში აფეთქების შემდეგ, საცხოვრებლის გარეშე 250 000-დან 300 000-მდე ადამიანია დარჩენილი.

მარვან აბოუდიმ ასევე აღნიშნა, რომ წინასწარი შეფასებით, ზარალი სამი მილიარდი დოლარიდან ხუთი მილიარდ დოლარამდე მერყეობს.

აფეთქებამ ბეირუთის რამდენიმე საავადმყოფო დააზიანა.

ლიბანის წითელი ჯვრის ორგანიზაცია მოსახლეობას სისხლის ჩაბარებისკენ მოუწოდებს.

ქვეყნის ხელისუფლება 100-ზე მეტი ადამიანის დაღუპვის შესახებ იუწყება, თუმცა ვარაუდობენ, რომ ბევრი ადამიანი პორტის ტერიტორიაზე ნანგრევებშია მოყოლილი.

აფეთქების შედეგად 4 000-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.