ლიბანის ციხიდან გაქცეული ხუთი პატიმარი ავტოავარიაში დაიღუპა
ლიბანის ციხიდან გაქცეული ხუთი პატიმარი ავტოავარიაში დაიღუპა

ლიბანის ციხიდან გაქცეული ხუთი პატიმარი ავტოავარიაში დაიღუპა.

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში გასულ დღეს ციხიდან 69 პატიმარი გაიქცა.

„ბიბისის“ ცნობით, მათგან 15 პოლიციამ უკვე დააკავა.

მომხდართან დაკავშირებით წამოწყებულია გამოძიება. პროკურორის თქმით, ის პატიმრებსა და ციხის დაცვის თანამშრომლებს შორის შეთქმულების შესაძლებლობას არ გამორიცხავს.