ლიბანის არმიის მეთაური ჯარისკაცებს ისრაელის საზღვარზე სრული მზადყოფნისკენ მოუწოდებს

12:28, 21.11.2017

ლიბანის არმიის მეთაური ჯარისკაცებს ისრაელის საზღვარზე სრული მზადყოფნისკენ მოუწოდებს.

„მზადყოფნა საჭიროა მტერი ისრაელისგან მომდინარე საფრთხის პირისპირ, რომელიც ქვეყნის სამხრეთ საზღვარზე უსაფრთხოებას არღვევს“ – აღნიშნა გენერალმა ჯოსეფ აოუნმა.

ლიბანელი სამხედრო მაღალჩინოსანი ამბობს, რომ ჯარისკაცები მუდმივად მზად უნდა იყვნენ გაეროს 1701-ე რეზოლუციის განსახორციელებლად, რომელიც ლიბანი-ისრაელის საზღვარზე სტაბილურობის შენარჩუნებას ითვალისწინებს.

გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია მიზნად ისახავდა 2006 წელს ისრაელი-ლიბანის კონფლიქტის მოგვარებას. რეზოლუციის თანახმად, ლიბანის არმია პასუხისმგებელია, რომ ისრაელის საზღვართან საკუთარ ტერიტორიაზე უსაფრთხოება უზრუნველყოს.

მსგავსი