ლიანა ისაკაძის საიუბილეო მუსიკალური ფესტივალი „ღამის სერენადები“ 26 ივლისიდან 4 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება
ლიანა ისაკაძის საიუბილეო მუსიკალური ფესტივალი „ღამის სერენადები“ 26 ივლისიდან 4 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება

ლიანა ისაკაძის X საიუბილეო საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „ღამის სერენადები“  26 ივლისიდან 4 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება. ამის შესახებ ორგანიზატორებმა კონსერვატორიის დარბაზში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. საიუბილეო ფესტივალი 26, 28 და 29 აგვისტოს ბათუმში, სასტუმრო „შერატონ ბათუმის” 500 მაყურებელზე გათვლილ საკონცერტო დარბაზში ჩატარდება, ხოლო 2 და 4 სექტემბერს  საფესტივალო საღამოები თბილისში გადმოინაცვლებს და ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება.

2011 წლიდან ფესტივალის საბაზო ორკესტრია ლიანა ისაკაძის მიერ შექმნილი მსოფლიო კამერული ანსამბლ-ორკესტრივირტუოზები“. ამ ორკესტრმა უკვე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება.

წლევანდელი საიუბილეო ფესტივალის საკონცერტო საღამოებზე მსოფლიო კლასიკის შედევრებს შეასრულებენ ისეთი ცნობილი მუსიკოსები, როგორებიც არიან – პიანისტი ალექსანდრე კორსანტია (აშშ), დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი (საქართველო/ბელგია), მევიოლინე გია იაშვილი (საქართველო/ავსტრია), მევიოლინე გეზა ჰოსზუ ლეგოცკი (უნგრეთი/აშშ), გიტარისტი სოფია ბაროს (იტალია), ბანდონეონისტი მარიო სტეფანო პიეტროდარჩი (იტალია), კომპზიტორი იოსებ ბარდანაშვილი (ისრაელი/საქართველო) და სხვები.

საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ 1982 წელს, ცნობილი ქართველი მევიოლინესა და დირიჟორის, ლიანა ისაკაძის ინიციატივით აფხაზეთში დაარსდა. 1991 წელს ფესტივალმა თავისი არსებობა შეწყვიტა და 18 წლის შემდეგ, 2009 წელს, ქალაქ ბათუმში განახლდა.

ფესტივალის პარტნიორები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ქ. ბათუმის მერია და ქ. თბილისის მერია არიან. ფესტივალის ორგანიზატორია კომპანია „არტ ალიანსი“.