ლია კრიალაშვილი - მივმართავ გიული ალასანიას, ამბობდა, ჩემი შვილის სუნთქვის მოსმენაც მაკმაყოფილებსო, 82 წლის დედაჩემსაც უნდოდა შვილის სუნთქვის მოსმენა, ქუჩაში რომ ჩაუცხრილეთ
ლია კრიალაშვილი - მივმართავ გიული ალასანიას, ამბობდა, ჩემი შვილის სუნთქვის მოსმენაც მაკმაყოფილებსო, 82 წლის დედაჩემსაც უნდოდა შვილის სუნთქვის მოსმენა, ქუჩაში რომ ჩაუცხრილეთ

მიშა, შენ ვერასოდეს გათავისუფლდები, ექვსი წელი ძალიან ცოტაა შენთვის, ძალიან მძიმე დანაშაულებები გაქვს ჩადენილი, – ამის შესახებ 2009 წელს მოკლული პოლკოვნიკის, გია კრიალაშვილის დამ, ლია კრიალაშვილმა რუსთავის ციხესთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასე ერთ დაძახებაზე ამდენი ხალხი შევიკრიბეთ, რათა ვაჩვენოთ ეს იმ საზოგადოებას, რომელიც ჯერ ისევ სისხლიან რეჟიმს უჭერს მხარს და მათი დაბრუნება უნდა უკან. ხალხნო, ძალიან გაგვამწარეს. მინდა, მივმართო გიული ალასანიას, იმ დღეს, როცა ამბობდა ჩემი შვილი უდანაშაულოა, შეცდომები არ ჩაუდენიაო და თავისი შვილის სუნთქვის მოსმენა თურმე აკმაყოფილებს, დედაჩემი 82 წლის, რომელსაც შვილი ჩაუცხრილეს ქუჩაში, რვა წელი თავის შვილს ელოდა მაინც, დედაჩემსაც უნდოდა თავის შვილის სუნთქვის მოსმენა. უსინდისო ხარ შენ გიული ალასანია. ნამდვილად არ მიკვირის შენი შვილი ასეთი რომ გაიზარდა. ხალხნო, დავასრულოთ როდემდე შეიძლება ცხრა წლის შემდეგ ისევ „ნაცები“ და მიშას თემაზე იყოს საუბარი. ერთად დავდგეთ, იმ ხალხს გავცეთ პასუხი, ვინც იმ დღეს მიშას გასათავისუფლებად ჩამოვიდა. მიშა, შენ ვერასოდეს გათავისუფლდები, ექვსი წელი ძალიან ცოტაა შენთვის, ძალიან მძიმე დანაშაულებები გაქვს ჩადენილი. სულ რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, სამშობლო გაქვს გაყიდული, ტერიტორიები გაქვს ჩაბარებული, ამიტომ შენ უნდა იჯდე იქ, სადაც ზიხარ“, – განაცხადა ლია კრიალაშვილმა.