ლია კრიალაშვილი - კოჰაბიტაციამ დაგვღალა, ცოტა ჩვენზეც იფიქრეთ, გაუბედურებულ ხალხზე, ვინც სამართლიანობის აღდგენას შვიდი წელია ველოდებით
ლია კრიალაშვილი - კოჰაბიტაციამ დაგვღალა, ცოტა ჩვენზეც იფიქრეთ, გაუბედურებულ ხალხზე, ვინც სამართლიანობის აღდგენას შვიდი წელია ველოდებით

ჩემი ძმა დაცხრილეს ქუჩაში ისე, რომ საბრალდებო დასკვნა არ ყოფილა, განაჩენი სასამართლოს არ გამოუტანია, – ამის შესახებ პოლკოვნიკ გია კრიალაშვილის დამ, ლია კრიალაშვილმა განაცხადა.

„ვაფრთხილებ ხელისუფლებას, ნუ გამოგვიყვანს ქუჩაში მას, ვისაც არ გვინდა ერთი მუჭა „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება, შვიდი წელი ჩვენ ველოდებით ამ სამართლის აღდგენას. ჩემი ძმა სახელმწიფო გადატრიალებისთვის, ამ ბრალდებით დაცხრილეს ქუჩაში ისე, რომ საბრალდებო დასკვნა არ ყოფილა, განაჩენი სასამართლოს არ გამოუტანია. მოუნდა მიშას, თქვა, რომ მიწიდან უნდა ამოიღოს, მერაბიშვილს მოუნდა ორი გვამი და ასე ქუჩაში გაიმეტეს პატრიოტი კაცი. მე არ ვიტყვი ჩემს ძმაზე არაფერს, ყველამ კარგად იცის ვინ იყო და რა პიროვნება იყო. ცოტა ჩვენზეც იფიქრეთ, ამ გაუბედურებულ ხალხზე, ვინც სამართლიანობის აღდგენას ველოდებით შვიდი წელი და ამათმა კოჰაბიტაციამ დაგვღალა და კიდევ ვაფრთხილებ ხელისუფლებას, ნუ გამოგვიყვანს ქუჩაში მას, ვისაც არ გვინდა ერთი მუჭა „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება, თორემ ამას შეიძლება ძალიან ცუდი შედეგები მოყვეს და მართლა არავის უნდა ის სამოქალაქო ომი და დაპირისპირება“, – განაცხადა ლია კრიალაშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში.