ლია გიგაური - სკოლებში რელიგიის გაკვეთილების ჩატარება არ იგეგმება
ლია გიგაური - სკოლებში რელიგიის გაკვეთილების ჩატარება არ იგეგმება

სკოლებში რელიგიის გაკვეთილების ჩატარება არ იგეგმება, – ეს განცხადება განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა გააკეთა და განათლების მინისტრის ინიციატივის მნიშვნელობა განმარტა.

„სკოლებში რელიგიის გაკვეთილების ჩატარება არ იგეგმება. მინისტრის ინიციატივა საშუალო საფეხურზე არჩევით საგნად რელიგიების ისტორიებისა და კულტურის შემოტანას ეხებოდა. ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა ჯერ არ დაწყებულა. ეს იყო იდეა, რომელიც განიხილება”,- განაცხადა გიგაურმა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გეგმავს, არჩევით საგნად სკოლებში რელიგიის სწავლება დაბრუნდეს.