51-ე და 1-ლი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორთა გათავისუფლებაზე მსჯელობა გამოძიების დასრულების შემდეგ დაიწყება
51-ე და 1-ლი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორთა გათავისუფლებაზე მსჯელობა გამოძიების დასრულების შემდეგ დაიწყება

თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობასთან დაკავშრებით, 51-ე და პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორთა გათავისუფლებაზე მსჯელობა გამოძიების დასრულებამდე არ დაიწყება, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა განაცხადა.

მისი თქმით, გამოძიების შემდეგ სამინისტრო დაინახავს რეალურ სურათს და დაიწყება მსჯელობა მანდატურებისა და დირექტორების განთავისუფლების საკითხზე.

“ჯერ დირექტორების გათავისუფლებაზე მსჯელობა არ მიმდინარეობს. ჩვენ ველოდებით გამოძიების დასრულებას. გვინდა, დავინახოთ სრული სურათი გამოიკვეთოს თითოეული პირის მონაწილეობა, მათი ბრალეულობა, მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყებთ მსჯელობას და განხილვას, თუ რა ღონისძიებები უნდა გატარდეს, დირექტორები იქნება მანდატურები თუ სხვა პირების მიმართ“, -განაცხადა ლია გიგაურმა.