ლევილის მერი - მინდა, ჩვენი მეგობრობა ძალიან დიდხანს გაგრძელდეს და ამ მეგობრობის ცენტრში ყოველთვის იყოს ლევილის ახალი კულტურული ცენტრი
ლევილის მერი - მინდა, ჩვენი მეგობრობა ძალიან დიდხანს გაგრძელდეს და ამ მეგობრობის ცენტრში ყოველთვის იყოს ლევილის ახალი კულტურული ცენტრი

დღეს ჩვენთვის, ისევე როგორც ქართველებისთვის, მნიშვნელოვანი დღეა. ეს პროექტიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს ისტორია, პრაქტიკულად, ჩვენი ქალაქის ისტორიის ნაწილად იქცა, – ამის შესახებ ლევილის მერმა, ერიკ ბრაივემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა ლევილელმა იცის საქართველოს ისტორია.

„მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ რეაბილიტაციის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა და ერთი სული მაქვს, როდის დამთავრდება მთლიანი პროექტის რეაბილიტაცია, რომ მომავალშიც ძალიან საინტერესო პროექტები განვახორციელოთ. მე მქონდა ბედნიერება, რომ მამულის გადაცემის ხელმოწერის შემდეგ საქართველოში მალევე ჩავსულიყავი, ძალიან საინტერესო ქვეყანაა, ძალიან საინტერესო ხალხი ცხოვრობს. მინდა, ჩვენი მეგობრობა ძალიან დიდხანს გაგრძელდეს და ამ მეგობრობის ცენტრში ყოველთვის იყოს ლევილის ახალი კულტურული ცენტრი“, – განაცხადა ბრაივემ.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი საფრანგეთის ქალაქ ლევილ სურ-ორჟს ეწვიენ, სადაც ლევილის მამულში პირველი ეტაპის სამუშაოების ე.წ ორანჟერეის პროექტის პრეზენტაცია და ლევილის მამულის მმართველი საბჭოს სხდომა გაიმართა.