„ლევერკუზენმა“ გერმანიის თასის ნახევარფინალი მესამე ბუნდესლიგის გუნდთან წააგო [ვიდეო] #1TVSPORT
სენსაციურად დასრულდა გერმანიის თასის პირველი ნახევარფინალი. ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა „ლევერკუზენმა“ 1:2 წააგო მე-3 ბუნდესლიგის გუნდთან, „არმინიასთან“.
ბილეფელდში ჩატარებულ მატჩში მე-17 წუთზე ანგარიში ჯონათან ტამ გახსნა, მაგრამ პირველივე ტაიმში „ლევერკუზენმა“ ორი საპასუხო გოლი მიიღო: სამ წუთში 20 წლის ნახევარმცველმა, მარიუს ვიორლმა გაათანაბრა, პირველი ტაიმის ბოლო წუთზე კი 23 წლის მაქსიმილიან გროსერმა გამარჯვების გოლი გაიტანა.
მეორე ნახევარში „ლევერკუზენმა“ ვერ შეასრულა თავისი საფირმო ქამბექი და დაკარგა გერმანიის თასზე შარშან მოპოვებული ტიტული. ბილეფელდის „არმინია“ კი ფინალში „შტუტგარტსა“ და „ლაიპციგს“ შორის მოგებულს შეხვდება.