ლევანდოვსკიმ საუკეთესო ფორვარდების ხუთეული დაასახელა
ლევანდოვსკიმ საუკეთესო ფორვარდების ხუთეული დაასახელა

მიუნხენის „ბაიერნის“ ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ შეაფასა „დორტმუნდის” თავდამსხმელის ერლინგ ჰოლანდის თამაში, აგრეთვე, შეადგინა მსოფლიო ფეხბურთში საუკეთესო ცენტრალური ფორვარდების ხუთეული.

„ჰოლანდს უდიდესი პოტენციალი გააჩნია და მას ყველაფერი წინ აქვს. არ მინდა ჩემი განცხადებებით მასზე ზეწოლა მოვახდინო. თუ ის მონდომებით იმუშავებს, შეუძლია უკეთესი გახდეს, ვიდრე დღეს არის და, საბოლოოდ, უმაღლეს დონეს მიაღწიოს. ამიტომაც, უმჯობესი იქნება თუ ის უფრო დიდხანს დარჩება ბუნდესლიგაში, სანამ კარიერაში მომდევნო ნაბიჯს გადადგამს.

დღევანდელ ფეხბურთში საუკეთესო ფორვარდების ხუთეული? რთული კითხვაა. თუ ვილაპარაკებთ ცხრა ნომრის პოზიციაზე, მე დავასახელებდი ქარიმ ბენზემას, ტიმო ვერნერს, ლუის სუარესს, სერხიო აგუეროსა და კილიან მბაპეს“, – თქვა ლევანდოვსკიმ.