ლევანდოვსკი მსოფლიოს ჩემპიონატზე უკრაინის დროშის ფერებში შესრულებული კაპიტნის სამკლაურით ითამაშებს - ფორვარდმა ეს საჩუქარი ანდრეი შევჩენკოსგან მიიღო #1TVSPORT
უკრაინული ფეხბურთის ლეგენდა ანდრეი შევჩენკო ვარშავაში შეხვდა „ბარსელონასა“ და პოლონეთის ნაკრების ფორვარდს რობერტ ლევანდოვსკის.
ამ შეხვედრის დროს, შევჩენკომ თავდამსხმელს სპეციალური კაპიტნის სამკლაური აჩუქა, რომელიც უკრაინის დროშის ფერებშია შესრულებული. ამით უკრაინელმა მადლობა გადაუხადა პოლონელს რუს ოკუპანტებთან ომის დროს უკრაინის მხარდაჭერისთვის.
თავის მხრივ, ლევანდოვსკი შევჩენკოს დაპირდა, რომ ამ სამკლაურით მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე ითამაშებს.
„მადლობა ანდრეი შევჩენკოს. სასიამოვნო იყო მასთან შეხვედრა. ჩემთვის დიდი პატივი იქნება ამ სამკლაურით მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში“, – დაწერა პოლონელმა საკუთარ „ინსტაგრამზე“.