ლევანდოვსკი მსოფლიოს ჩემპიონატზე უკრაინის დროშის ფერებში შესრულებული კაპიტნის სამკლაურით ითამაშებს – ფორვარდმა ეს საჩუქარი ანდრეი შევჩენკოსგან მიიღო #1TVSPORT

08:11, 21.09.2022
WARSAW, POLAND – SEPTEMBER 20: Poland captain Robert Lewandowski receives a Ukraine armband from Laureus Ambassador Andriy Shevchenko and pledges to carry it to FIFA World Cup 2022 Qatar at PGE Narodowy Stadium on September 20, 2022 in Warsaw, Poland. (Photo by Joosep Martinson/Getty Images for Laureus)

უკრაინული ფეხბურთის ლეგენდა ანდრეი შევჩენკო ვარშავაში შეხვდა „ბარსელონასა“ და პოლონეთის ნაკრების ფორვარდს რობერტ ლევანდოვსკის.

ამ შეხვედრის დროს, შევჩენკომ თავდამსხმელს სპეციალური კაპიტნის სამკლაური აჩუქა, რომელიც უკრაინის დროშის ფერებშია შესრულებული. ამით უკრაინელმა მადლობა გადაუხადა პოლონელს რუს ოკუპანტებთან ომის დროს უკრაინის მხარდაჭერისთვის.

თავის მხრივ, ლევანდოვსკი შევჩენკოს დაპირდა, რომ ამ სამკლაურით მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე ითამაშებს.

„მადლობა ანდრეი შევჩენკოს. სასიამოვნო იყო მასთან შეხვედრა. ჩემთვის დიდი პატივი იქნება ამ სამკლაურით მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში“, – დაწერა პოლონელმა საკუთარ „ინსტაგრამზე“.

მსგავსი