ლევანდოვსკი მესისა და რონალდოს 12 გოლით უსწრებს - 2021 წლის „ოქროს ბურთის“ რეიტინგი #1TVSPORT
მორიგი საკლუბო უქმეების შემდეგ, „ბაიერნის“ ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ კიდევ უფრო გაზარდა თავისი უპირატესობა „ოქროს ბუცისთვის“ ბრძოლაში. პოლონელმა ბუნდესლიგის ბოლო ტურში ჰეთ-თრიკი შეასრულა და უკვე 12 გოლით უსწრებს უახლოეს მდევრებს – ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოს.
“ოქროს ბუცის” რეიტინგის ტოპ-ოცეული ასე გამოიყურება:
- რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი) – 70 (35×2)
- კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი) – 46 (23×2)
- ლიონელ მესი (ბარსელონა) – 46 (23×2)
- ერლინგ ჰალანდი (დორტმუნდი) – 42 (21×2)
- ანდრე სილვა (აინტრახტი) – 42 (21×2)
- კასპერ იუნკერი (ბოდო გლიმტი) – 40.5 (27×1.5)
- კილიან მბაპე (პსჟ) – 40 (20×2)
- ლუის სუარესი (ატლეტიკო) – 38 (19×2)
- რომელუ ლუკაკუ (ინტერი) – 38 (19×2)
- ამაჰლ პელეგრინო (კრისტიანსუნდი) – 37.5 (25×1.5)
- პოლ ონუაჩუ (გენკი) – 37.5 (24×1.5)
- გეორგიოს გიაკუმაკისი (ვენლო) – 36 (24×1.5)
- ვოუტ ვეგჰორსტი (ვოლფსბურგი) – 34 (17×2)
- ჰარი კეინი (ტოტენჰემი) – 34 (17×2)
- მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) – 34 (17×2)
- ქარიმ ბენზემა (რეალი) – 34 (17×2)
- ხერარდ მორენო (ვილიარეალი) – 32 (16×2)
- ლუის მურიელი (ატალანტა) – 32 (16×2)
- ბრუნო ფერნანდეში (მანჩესტერ იუნ) – 32 (16×2)
“ოქროს ბუცი” გადაეცემა სეზონში ევროპის ეროვნული ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირს. გატანილი გოლების რაოდენობა მრავლდება კონკრეტული ჩემპიონატის სირთულის კოეფიციენტზე. უმაღლესი კოეფიციენტი (2.0) აქვთ TOP5 ქვეყნების (ინგლისი, იტალია, ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი) ჩემპიონატებს.