ლევანდოვსკი მესისა და რონალდოს 12 გოლით უსწრებს - 2021 წლის „ოქროს ბურთის“ რეიტინგი  #1TVSPORT
ლევანდოვსკი მესისა და რონალდოს 12 გოლით უსწრებს - 2021 წლის „ოქროს ბურთის“ რეიტინგი  #1TVSPORT

მორიგი საკლუბო უქმეების შემდეგ, „ბაიერნის“ ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ კიდევ უფრო გაზარდა თავისი უპირატესობა „ოქროს ბუცისთვის“ ბრძოლაში. პოლონელმა ბუნდესლიგის ბოლო ტურში ჰეთ-თრიკი შეასრულა და უკვე 12 გოლით უსწრებს უახლოეს მდევრებს – ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოს.

“ოქროს ბუცის” რეიტინგის ტოპ-ოცეული ასე გამოიყურება:

  1. რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი) – 70 (35×2)
  2. კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი) – 46 (23×2)
  3. ლიონელ მესი (ბარსელონა) – 46 (23×2)
  4. ერლინგ ჰალანდი (დორტმუნდი) – 42 (21×2)
  5. ანდრე სილვა (აინტრახტი) – 42 (21×2)
  6. კასპერ იუნკერი (ბოდო გლიმტი) – 40.5 (27×1.5)
  7. კილიან მბაპე (პსჟ) – 40 (20×2)
  8. ლუის სუარესი (ატლეტიკო) – 38 (19×2)
  9. რომელუ ლუკაკუ (ინტერი) – 38 (19×2)
  10. ამაჰლ პელეგრინო (კრისტიანსუნდი) – 37.5 (25×1.5)
  11. პოლ ონუაჩუ (გენკი) – 37.5 (24×1.5)
  12. გეორგიოს გიაკუმაკისი (ვენლო) – 36 (24×1.5)
  13. ვოუტ ვეგჰორსტი (ვოლფსბურგი) – 34 (17×2)
  14. ჰარი კეინი (ტოტენჰემი) – 34 (17×2)
  15. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) – 34 (17×2)
  16. ქარიმ ბენზემა (რეალი) – 34 (17×2)
  17. ხერარდ მორენო (ვილიარეალი) – 32 (16×2)
  18. ლუის მურიელი (ატალანტა) – 32 (16×2)
  19. ბრუნო ფერნანდეში (მანჩესტერ იუნ) – 32 (16×2)

“ოქროს ბუცი” გადაეცემა სეზონში ევროპის ეროვნული ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირს. გატანილი გოლების რაოდენობა მრავლდება კონკრეტული ჩემპიონატის სირთულის კოეფიციენტზე. უმაღლესი კოეფიციენტი (2.0) აქვთ TOP5 ქვეყნების (ინგლისი, იტალია, ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი) ჩემპიონატებს.