ლევანდოვსკი „ბარსელონას“ სამწლიან კონტრაქტზე მოელაპარაკა #1TVSPORT

13:06, 18.05.2022

„ბაიერნის“ ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ „ბარსელონასთან“ 2025 წლის ზაფხულამდე შეათანხმა კონტრაქტი, – იტყობინება ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.

ახლა, კატალონური გუნდი გერმანიის ჩემპიონს უნდა მოელაპარაკოს ტრანსფერის თანხაზე.

ლევანდოვსკის ტრანსფერი „ბაიერნთან“ 2023 წლის 30 ივნისამდეა ძალაში.

მსგავსი