ლევანდოვსკი „ბარსელონას“ მთავარი სატრანსფერო სამიზნეა #1TVSPORT
ლევანდოვსკი „ბარსელონას“ მთავარი სატრანსფერო სამიზნეა #1TVSPORT

„ბაიერნის“ ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი კვლავინდებურად „ბარსელონას“ მთავარ სატრანსფერო სამიზნედ რჩება ზაფხულში.

როგორც გამოცემა Sport.es წერს, გერმანულ კლუბს არ სურს 33 წლის ფეხბურთელის გაშვება, თუმცა პოლონელთან ვერ მიაღწია შეთანხმებას კონტრაქტის გაგრძელებაზე და თავად ფეხბურთელსაც სურს სხვა გუნდში გადასვლა.

ლევანდოვსკის შეძენის იდეას იწონებენ „ბარსელონას“ პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა და მთავარი მწვრთნელი ჩავი.

პოლონელი ფეხბურთელის აგენტს პინი ზაჰავის მიაჩნია, რომ შესაძლებელია „ბაიერნთან“ მოლაპარაკებების დაწყება. ტრანსფერის თანხამ შეიძლება 40 მილიონი ევრო შეადგინოს.