ლევანდოვსკი ბაიერნიდან მიდის
ლევანდოვსკი ბაიერნიდან მიდის

გერმანული პრესის ინფორმაციით, მიუნხენის “ბაიერნის” ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი გერმანიის ჩემპიონის დატოვებას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა აგენტმა პინი ზაჰავიმაც დაადასტურა.

„რობერტი ნამდვილი პროფესიონალია და ეს ყველამ კარგად იცის. მას სჭირდება ახალი გამოწვევები კარიერაში და ამას არც მალავს. ფეხბურთელის სურვილის შესახებ კარგად იციან “ბაიერნში”. ყველამ კარგად იცის ისიც, რომ ჩემი კლიენტი არ არის ისეთი ადამიანი, რომელიც პირველ ადგილზე ფულს აყენებს”, – განაცხადა ზაჰავიმ.

მანვე დაადასტურა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ლევანდოვსკის კარიერის გაგრძელების სამი ვარიანტი აქვს – “პარი სენ-ჟერმენი”, “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ჩელსი”.

29 წლის პოლონელი ხშირად გამოხატავდა უკმაყოფილებას კლუბის სატრანსფერო პოლიტიკით და კლუბის მმართველობასაც აკრიტიკებდა.