ლევან ყიფიანი - ზაზა ოქუაშვილმა ერთ-ერთი საუბრისას მითხრა, რომ ჩანაწერების გაკეთებაში ირაკლი ჩუბინიშვილიც ეხმარებოდა
ლევან ყიფიანი - ზაზა ოქუაშვილმა ერთ-ერთი საუბრისას მითხრა, რომ ჩანაწერების გაკეთებაში ირაკლი ჩუბინიშვილიც ეხმარებოდა

ზაზა ოქუაშვილმა ერთ-ერთი საუბრისას მითხრა, რომ ჩანაწერების გაკეთებაში ირაკლი ჩუბინიშვილიც ეხმარებოდა, – ამის შესახებ საქართველოს სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის მიერ „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე მიცემულ ჩვენებაშია აღნიშნული, რომელიც პროკურატურამ ვებგვერდზე განათავსა.

კითხვაზე, „მედიაში გავრცელებულ ჩანაწერებში ჩანს, რომ სხვა პირებიც მონაწილეობენ საუბრებში და მსჯელობა მიდის სხვადასხვა საკითხზე, აღნიშნული პირები არიან თუ არა ინფორმირებული თავად ლევან ყიფიანისა და ზაზა ოქუაშვილის შეთანხმების შესახებ საუბრების ინსცენირებასთან დაკავშირებით და ისინიც თუ მონაწილეობენ მასში“, ლევან ყიფიანი პასუხობს, რომ უშუალოდ ზაზა ოქუაშვილისა და ჩანაწერის სავარაუდო მონაწილეებს შორის მოლაპარაკებებს არ შესწრებია.

„უშუალოდ ზაზასა და ჩანაწერის სავარაუდო მონაწილეებს დათო თოლორდავას, ირაკლი ჩუბინიშვილს, ალექსი ანდრიაძეს შორის მოლაპარაკებებს არ შევსწრებივარ, თუმცა იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ზაზამ რამოდენიმეჯერ მასაუბრა დათო თოლორდავასთან და მალაპარაკა წინასწარ დამუშავუბული და ინსცენირებული ტექსტებით, ვფიქრობ, ისინიც საქმის კურსში უნდა იყვნენ, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ზაზა ოქუაშვილმა ერთ-ერთი საუბრისას მითხრა, რომ მას ირაკლი ჩუბინიშვილიც ეხმარებოდა“, – აღნიშნავს ჩვენებაში ლევან ყიფიანი.

დატოვე კომენტარი