ლევან ყიფიანი ზაზა ოქუაშვილის წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივარს შეიტანს
ლევან ყიფიანი ზაზა ოქუაშვილის წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივარს შეიტანს

საქართველოს სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის წინააღმდეგ საჩივარს თბილისის პროკურატურაში დღეს შეიტანს.

ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, პროკურატურამ ოქუაშვილის წინააღმდეგ დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და ლევან ყიფიანის მიმართ თაღლითურად მოტყუების ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს.

ადვოკატის თქმით, აუცილებელია, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოს, ხოლო ზაზა ოქუაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს.