ლევან ყიფიანი პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება
ლევან ყიფიანი პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება

სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილ მინისტრი ლევან ყიფიანი თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება.

ლევან ყიფიანი საგამოძიებო უწყებაში ადვოკატთან ერთად მივიდა.

გამოკითხვა ტელეკომპანია „იბერიასთან“ დაკავშირებით გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერს უკავშირდება.

პროკურატურაში შესვლამდე ყიფიანმა კომენტარი არ გააკეთა და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ყველაფერს გამოძიება გაარკვევს.

14 სექტემბერს ლევან ყიფიანმა საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭო დატოვა.

„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭო. მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის. გისურვებთ წარმატებას“, – წერს ლევან ყიფიანი.