ლევან ყიფიანი - ანზორ ჩუბინიძე ჩემი მეგობარია და ჩემს მეგობართან როგორ დავრეკავ, ეს ჩემი საქმეა
ლევან ყიფიანი - ანზორ ჩუბინიძე ჩემი მეგობარია და ჩემს მეგობართან როგორ დავრეკავ, ეს ჩემი საქმეა

სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი აცხადებს, რომ ანზორ ჩუბინიძე მეგობარია და მისი საქმეა, როგორ დაურეკავს მეგობარს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოდან გამოსულმა ლევან ყიფიანმა განუცხადა.

„მე ძალიან ბევრ ადამიანთან მქონდა კავშირი, დღესაც მაქვს, ხვალაც მექნება და ზეგაც მექნება. ის არის ჩემი მეგობარი და ჩემს მეგობართან როგორ დავრეკავ, ეს ჩემი საქმეა“, – განაცხადა ლევან ყიფიანმა.

დატოვე კომენტარი