ლევან ვასაძის თანამოაზრეთა ადვოკატი - თუ ქართველი ხალხის უფლებებს არ იცავს სახელმწიფო, მათი უფლებაა, მოახდინოს აჯანყებაც კი
ლევან ვასაძის თანამოაზრეთა ადვოკატი - თუ ქართველი ხალხის უფლებებს არ იცავს სახელმწიფო, მათი უფლებაა, მოახდინოს აჯანყებაც კი

თუ ქართველი ხალხის უფლებებს არ იცავს სახელმწიფო, მათი უფლებაა, მოახდინოს თვითორგანიზება, აჯანყებაც კი, –  ამის შესახებ ლევან ვასაძის თანამოაზრეების ადვოკატმა, დავით ცინცქილაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ადვოკატთა ასოციაციაციის წევრთა ნაწილი მზად არის დაიცვას იმ პირთა უფლებები, რომლებიც „ეწინააღმდეგებიან ექსტრემისტი ლგბტ პირების აღლუმებს“.

„ჩვენ ვართ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი ადვოკატები, საინიციატივო ჯგუფის წევრები, რომლებიც ყოველგვარი ანგარების, თანხის, სასყიდლის გარეშე, მზად ვართ დავიცვათ იმ ჭეშმარიტად ქართველების უფლებები და ინტერესები, ვინც ეწინააღმდეგებიან ჩვენს სამშობლოში, ღვთისმშობლის წილხვდომ ქვეყანაში ექსტერიმისტი „ელგებეტე პირების“ აღლუმებს, „პარადებს“ და გალა კონცერტებს.

ლგბტ პირები ახდენენ კანონების ინტერპრეტირებას, ეფარებიან კონვენციის მეცხრე მუხლს, ეს არის აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება, მეათე მუხლს – გამოხატვის თავისუფლებასა და მეთერთმეტე – შეკრებისა და გაერთიანების უფლებას,  მაგრამ მათ ავიწყდებათ, რომ ხსენებული უფლებები არ არის აბსოლუტური უფლება და შეიძლება შეიზღუდოს საზოგადოების უფლებებისა და საზოგადოების მორალიდან გამომდინარე. საქართველოში საზოგადოებრივი მორალი სოდომისტურ ქცევას აფასებს როგორც ცოდვას, შესაბამისად საქართველოში მსგავსი პრაიდების ღონისძიების ჩატარება სასტიკად აღმაშფოთებელი და მიუღებელია და იმსახურებს საზოგადოებრივ გაკიცხვას“, – განაცხადა დავით ცინცქილაძემ.

​მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ქართული სახელმწიფო გავა კონსტიტუციიდან, არ უზრუნველყოფს საზოგადოებაში უსაფრთხოების, წესრიგისა და საზოგადოების მორალის დაცვას, მაშინ ქართველი ხალხი თვითორგანიზების საშუალებით მოახერხებს ამ წესრიგის დაცვას ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის აჯანყებითაც.

„თუ იქ იქნება პოლიციის კორდონი, ჩვენ გვექნება კომუნიკაცია პოლიციასთან, ჩვენ მათ მოვუწოდებთ რომ უზრუნველყონ ამ ამორალური ადამიანების მართლსაწინააღმდეგო ქმედების აღკვეთა, წინააღმდეგ შემთხვევაში იქ მოხდება ქართველი ხალხის მობილიზება.

ლეგიონები და ჯგუფები ამ ეტაპზე არ არსებობს, შეიქმნება იმ ლოკაციის ადგილზე, სადაც ეს „ლიბერასტები“ დააპირებენ პარადის და კონცერტების ჩატარებას.

ჩვენ მოვუწოდებთ შსს-ს, საქართველოს კონსტიტუციით, ევროპული კონვენციით, კანონებით და სხვა ნორმატიული აქტების გათვალისწინებული საზოგადოებრივი უსაფრთხოების და საზოგადოებრივი მორალის დაცვას. იმ შემთხვევაში თუ გავლენ კონსტიტუციიდან, არ დაიცავენ ქართველი ხალხის მორალს, ამ შემთხვევაში ქართველი ხალხი თავად შეეცდება დაამყაროს ამ ქვეყანაში წესრიგი. ქართველი ხალხის კონსტიტუციური უფლებაა, თუ მის უფლებებს არ იცავს სახელმწიფო მოახდინოს თვითორგანიზება, აჯანყებაც კი“, – განაცხადა დავით ცინცქილაძემ.

დატოვე კომენტარი