ლევან ვასაძე - ზაქარია ქუცნაშვილი სულ იდიოტი მეგონა, მაგრამ პროვოკატორი და მოღალატე ყოფილა
ლევან ვასაძე - ზაქარია ქუცნაშვილი სულ იდიოტი მეგონა, მაგრამ პროვოკატორი და მოღალატე ყოფილა

ზაქრო, სულ იდიოტი მეგონე, მაგრამ ყოფილხარ პროვოკატორი და მოღალატე, – ასე მიმართა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ზაქარია ქუცნაშვილს საქართველოს პარლამენტში დღეს განვითარებული მოვლენების გამო.

„ზაქრო, სულ იდიოტი მეგონე, მაგრამ ყოფილხარ პროვოკატორი და მოღალატე. ბოდიში არ არის საკმარისი, ძმაო. წადი, წყალში გადავარდი ან გადადექი მაინც მაგ პარლამენტის დეპუტატის თანამდებობიდან. გაეთრიე მაქედან, რა“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია მიმდინარეობს. სესია, რომელიც გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა, დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში გაგრძელდა. პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა, რომელიც სხდომას უძღვებოდა. აღნიშნული ფაქტი „ევროპული საქართველოს“ წევრებმა გააპროტესტეს. ისინი შესვენების დროს სხდომათა დარბაზში პლაკატებითა და შეძახილებით შევიდნენ, მოგვიანებით მათ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც შეუერთდნენ. დარბაზში დაპირისპირება და ხმაური იყო.

ამასთან, დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა დღეს განაცხადა: „ვგრძნობ საზოგადოების დამოკიდებულებას, მღელვარებას, დიდწილად სამართლიან მღელვარებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს პარლამენტში სხდომა წაიყვანა რუსმა დეპუტატმა და ამის გამო ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას“.

დატოვე კომენტარი