ლევან ვასაძე - ყველა პოლიტიკოსს, ვინც მიკიბულ-მოკიბულად გველაპარაკება გამოხატვის უფლებებზე, მინდა, ვუთხრა, თქვენ გაუნათლებელო ქაჯებო
ლევან ვასაძე - ყველა პოლიტიკოსს, ვინც მიკიბულ-მოკიბულად გველაპარაკება გამოხატვის უფლებებზე, მინდა, ვუთხრა, თქვენ გაუნათლებელო ქაჯებო

ყველა პოლიტიკოსს, ვინც მიკიბულ-მოკიბულად გველაპარაკება რაღაც გამოხატვის უფლებების დაცვის აუცილებლობაზე, მინდა, აქედან ვუთხრა – თქვენ გაუნათლებელო ქაჯებო, – ამის შესახებ ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ „ვერის ბაღში“ განაცხადა.

როგორც ვასაძემ აღნიშნა, ის ყველა პოლიტიკოსზე უკეთ ერკვევა, რა ხდება დასავლეთში.

„ევროპის და გაერო-ს ადამიანთა უფლებების კონვენციებში ყველგან წერია,ასევე მე მიკეთია სამკერდე ნიშანი მსოფლიოს საოჯახო კონგრესის მსოფლიო ელჩისა, რომელიც ჩემთვის უდიდესი პატივია და, რომელიც დამკიდა მკერდზე ჩემმა აწ გარდაცვლილმა ამერიკელმა მეგობარმა, ლარი ჯეიკობსმა, რომელიც იყო აღმასრულებელი დირექტორი მსოფლიო საოჯახო კონგრესის, როგორმე, თქვენზე უკეთესად ვერკვევი, რა ხდება დასავლეთში და მოგახსენებთ, თვითგამოხატვის, რაც სისულელეა, უფრო სწორად, ქართულად რომ ვთქვათ, გამოხატვის ე.წ. უფლებები, ყველა ნორმებში არის მითითებული, რომ იზღუდება მკვეთრად, სადაც ისინი შედის კონფლიქტში ადგილობრივ ტრადიციებთან და უქმნის საფრთხეს საზოგადოებრივ წესრიგს“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

ბიზნესმენის შეფასებით, შესაბამისად, გუშინ კანონი არა აქციის მონაწილეებმა, არამედ პოლიციამ დაარღვია.

„ამრიგად, ჩვენ კი არ დავარღვიეთ გუშინ კანონი, როდესაც ჩვენი ტრადიციების შესაბამისად ვიქცეოდით და ვიცავდით ჩვენს ტრადიციებს, არამე თქვენ, თქვენმა პოლიციამ დაარღვია კანონი, რომელიც საყოველთაოდ აღიარებული არის გამოხატვის უფლებებთან მიმართებაში. ვის ატყუებთ და ვის აგოიმებთ. მართლა ხო არ ბნელა, ხომ არის ჯერ კიდევ ჩვენში ხალხი, ვისაც წერა-კითხვა არ გვეზარება და ვინც ვერკვევით ასეთ რაღაცებში. ამიტომ ჩვენ კი არ ვართ მოძალადეები და დამრღვევები კანონისა, არამედ თქვენ, თქვენი მიმდინარე ქმედებებით პირდაპირ არღვევთ ადამიანის უფლებების ნორმებს, რადგან ეწინააღმდეგებით მათ ფუნდამენტალურ ღირებულებებს. მინდა, რომ ეს ძალიან კარგად გაიგოთ თქვენ, ვითომ ადამიანის უფლებების დამცველებო“, – განაცხდა ლევან ვასაძემ „ვერის ბაღში“.