ლევან ვასაძე - ყველა ის პროვოკატორი, ვინც ჩაეწერება ჩვენს ათეულებში და ჯიბეში აღმოაჩნდება დანა, რაიმე სახის იარაღი, ათეული თვითონ შეკრავს, დადებს მიწაზე ქამრით
ლევან ვასაძე - ყველა ის პროვოკატორი, ვინც ჩაეწერება ჩვენს ათეულებში და ჯიბეში აღმოაჩნდება დანა, რაიმე სახის იარაღი, ათეული თვითონ შეკრავს, დადებს მიწაზე ქამრით

ყველა ის პროვოკატორი, ვინც ჩაეწერება ჩვენს ათეულებში და ჯიბეში აღმოაჩნდება დანა, რაიმე სახის იარაღი, ათეული თვითონ შეკრავს, თვითონ დადებს მას მიწაზე ქამრით და ჩააბარებს მას, როგორც პროვოკატორს, – ამის შესახებ ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ ვერის ბაღში განაცხადა, სადაც მისი ორგანიზებით, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ შეხვედრა გაიმართა.

„მივმართავ ჩვენს საყვარელ პოლიციელებს, ერთადერთი გზა, როგორც შეგეძლებათ ჩვენი გაჩერება, არის ტყვია და გთხოვთ, მე მესროლეთ ის პირველი ტყვია. ამიტომ ჩვენი გეგმა არის აბსოლუტურად მარტივი და პრიმიტიული, ყველა ის პროვოკატორი, ვინც ჩაეწერება ჩვენს ათეულებში და ჯიბეში აღმოაჩნდება დანა, რაიმე სახის იარაღი, ათეული თვითონ შეკრავს, თვითონ დადებს მას მიწაზე ქამრით და ჩააბარებს მას, როგორც პროვოკატორს. არავითარი სხვა გეგმა, სხვა საკეთებელი, არავითარი სხვა იარაღი ამას არ მოერევა, არ არსებობს რაღაც, რაც დაგიცავთ ჩვენგან, არ არსებობს რამე, რაც ჩვენ უკან დაგვახევინებს.

გაისმის მოწოდებები, რომ ჩვენ ვართ ფაშისტები, მაგრამ ფაშისტები თურმე გვყოლია საქართველოში, გვაგინებენ ჩვენ. მარქსისტებიც გვაგინებენ ჩვენ და ნუ ლიბერალებიც გვაგინებენ ჩვენ. მართლები არიან, არ ვართ ჩვენ არც ფაშისტები, არც მარქსისტები და არც ლიბერალები. ჩვენ ვართ ქართველები, ეროვნული ხალხი“,- განაცხადა ვასაძემ.