ლევან ვასაძე - ვიწყებთ ჩაწერას მოხალისეებში, მე ჩავეწერები რიგითად
ლევან ვასაძე - ვიწყებთ ჩაწერას მოხალისეებში, მე ჩავეწერები რიგითად

ბიზნესმენი ლევან ვასაძე აცხადებს, რომ „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ თბილისის ქუჩებში პატრულირებისთვის მოხალისედ ჩაწერა დღეს და ხვალ იქნება შესაძლებელი.

როგორც ლევან ვასაძემ ვერის ბაღში გამართულ აქციაზე განაცხადა, მოხალისეების შეგროვების შემდეგ, მოხდება მეთაურთა შერჩევა და ჯგუფების დაკომპლექტება.

„ახლა ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი სამუშაო. დღეს და ხვალ დავიწყებთ ჩაწერას მოხალისეებში. მე ჩავეწერები რიგითად, რადგან არ მაქვს ის გამოცდილება, როგორიც აქვს აქ შეკრებილ სამხედროებს. ჩვენი ჯგუფი, მოხალისეების, სამხედროებისა და სპორტსმენების გამოარჩევს ათისთავებს და ასისთავებს. დღეს და ხვალ გაგრძელდება მზადება. ძალიან გთხოვთ, ჩემი გამოსვლის დასასრულს არავითარი აგრესია, არავითარი ბილწსიტყვაობა, არავითარი გინება. მშვიდად, წყნარად, როგორც ჩვენ გვეკადრება. გვაგინონ გვაფურთხონ, გვიჩვენონ ეს თავისი დაბრეცილი თითები, მოვუთმინოთ, მაგრამ მივაბრძანოთ იმ ადგილებიდან, სადაც ისინი ეცდებიან, შეიკრიბონ, რაღაც დროშები გამოფინონ და რაღაც დემონსტრაციები მოაწყონ. შენობაში იქნებიან, საკონფერენციო დარბაზში, ჩვენ ამას ყველაფერს შევიტყობთ. მე ვიცი, რომ ამ ყველაფრის შედეგად მემუქრება ათასნაირი საფრთხე, მათ შორის ფიზიკურიც. ერთი რამ მინდა, გთხოვოთ, არც ვიპრანჭები, მე ერთ-ერთი თქვენთაგანი ვარ, არც არანაირი მიზნები არ მაქვს. როგორც წერენ ეს დურაკები ამ თავიანთ პრესაში, არც პოლიტიკური ამბიციები არ მაქვს. ჩემი ოცნება არის, რომ ეს ერთი კვირა ვიმუშაოთ, გადავაგოროთ, მერე აქ შევიკრიბოთ, ვიზეიმოთ, რომ არ ჩავატარებინეთ ეს უბედურება, შემოვაწყოთ კომბლები და წავიდეთ სახლში რა. მე ვიცი ძმებო, რომ ყველაფერი ღმერთის ხელშია, კაცის სიცოცხლეც და სიკვდილიც. ერთსა გთხოვთ რა, რაც არ უნდა მომივიდეს მე ან ნებისმიერ ჩვენთაგანს აი, აქედან გასულზე, გინდა მესროლონ, გინდა დამაპატიმრონ, ეს ვქნათ. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის ხელმძღვანელი რა, მე არ ვარ არაფრის ხელმძღვანელი“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

მისი თქმით, აღდგომის დღეებიდან ლოცულობდა და ღმერთს სთხოვდა, ეკარნახა, როგორ გაეწია წინააღმდეგობა „თბილისი პრაიდისთვის“.

„მე ვლოცულობდი, აღდგომის დღეებიდან დღემდე ეს ორმოცდაათი დღე და უფალს ვევედრებოდი, ღმერთო გვიახლოვდება უზარმაზარი არეულობა და ყველაფერს აკეთებენ, რომ ვიქცეთ ისევ ბრბოდ, ღმერთო გაგვინათლე გონება, რომ როგორ არ გავაკეთებინოთ მაგათ ეს, რა და ისეთი სიხარული ვიგრძენი მე ესეთ ჭკვიან ხალხთან საუბარში, ჩემს ძმებთან საუბარში, იმდენი ფიქრი ჩაიდო ამაში, როგორი გეგმა უნდა იყოს, როგორი მარტივი უნდა იყოს და მერე ითქვა, რომ ამის ყველაფრის შედეგად ეს მხეცი, რომელიმე ჩვენთაგანს მაინც შეიწირავს, მაგრამ ჩვენ არ გვეშინია ამისი, ეგრე არ არის, ძმებო. მოდი, ასე შევთანხმდეთ რა ყველა, ვინც შეაგინებს შეაფურთხებს ჟურნალისტს, აი ამათ სპონსორებს, იყვირებს, ის კარგავს ღირსებას, რომელიც ჩვენ ოდითგანვე მოგვდგამდა რა. ვიყოთ მშვიდად და გავაკეთოთ ჩვენი საკეთებელი. საქმით ვანახოთ და არა სიტყვებით და ემოციებით. ემოციები და ზეიმი მერე იყოს“, – აღნიშნა ლევან ვასაძემ.

ბიზნესმენის თქმით, მათი ბანაკი ერთი კვირის განმავლობაში იქნება ვერის ბაღში.

„აქ მოვიდეთ, აქ შევიკრიბოთ და აქედან ვიმოძრაოთ და გავაკონტროლოთ ეს ჩვენი ქალაქი. ბევრი გვეკითხება, რა ვქნათ სხვა ქალაქებში. ძმაო, მანდ თუ აპირებენ, იგივე ქენით, ყველგან ვერ ვიქნებით ერთდროულად. საქართველოს მისია არის, რომ გავაკონტროლოთ და დავიცვათ ის ზნეობრივი წესი, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს, ამიტომ ჩვენ ხელზე გვექნება მხოლოდ ქამრები და როდესაც კორდონზე მივალთ, მარტო მაშინ, ქუჩაში მოძრაობისას არც კომბლები, არც არაფერი გვექნება. აი, თუ ისინი დემონსტრაციას ეცდებიან და კორდონს დაგვიყენებენ, აი, მაშინ ქამარში ჩავიდებთ თითო კომბალს და თუ შეგვდგებიან, კომბლებით დავუბრუნებთ ამას უკან. სხვა ყველაფერი იქნება ამ ჩვენი საქმის ღალატი. არც დანის ჯიბეში ჩამდებს, არც იარაღის გამსროლს, ახლა ვიცი, რომ ჩამქოლავენ ეს შეკრებილი ჟურნალისტები, მაგინებენ, მესმის, რომ თქვენ გავალებენ ამას, ხელფასები გაქვთ, ჩვენ, იცოდეთ, რომ ძალიან გგულშემატკივრობთ ამ მდგომარეობაში ჩავარდნილებს. ღმერთს ვთხოვ, რომ გამოგიყვანოთ ამ საშინელი სამუშაოდან, რომელიც გაქვთ“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

აქციის ძირითადი ნაწილის შემდეგ, ვერის ბაღში მოხალისეთა ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.